დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირი - სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ

სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ, ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი ქართველი ოფიციალური პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„მიმდინარე კვირაში, ევროპის საბჭოში, საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი აქტივისტების მხარდასაჭერად, მკაცრი სანქციების დაწესების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ვისაუბრე. ამიტომ, ამის ნახვა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ“, - წერს ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ცნობისთვის, 10 აპრილს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა