ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აბსოლუტურად ლოგიკურია გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი

ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები - აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ განცხადებაზე, რომ ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა.

კობახიძის თქმით, სიმართლემ გაიმარჯვა ზაზა ოქუაშვილის საქმეშიც, „ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე“.

„ყველამ იცის, რა პრინციპებით მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ყველა მიმართულებით და როგორია ზაზა ოქუაშვილის და ასეთი პირების პრინციპები. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გამოტანილი. სადავოც სინამდვილეში, არაფერი იყო. ბუნებრივია, სიმართლემ გაიმარჯვა ამ საქმეშიც, ისევე, როგორც ეს ხდებოდა ყველა სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც განიხილებოდა საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა და სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.

ამის შესახებ განცხადებას თავად მმართველი პარტია ავრცელებს.

„2025 წლის 7 აპრილს, ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა სკანდალურ საქმეს, რომელიც უკავშირდებოდა ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს“,- ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა