ირაკლი კობახიძე - ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები - ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ამერიკელი პროფესორი, ჯეფრი საქსის განცხადებაზე, რომ „ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას”.

კობახიძის თქმით, ჯეფრი საქსი დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც საქართველოს განვითარებას ეხება.

„ჯეფრი საქსი არის ნამდვილი ინტელექტუალი და ის არის დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მას აქვს ობიექტური შეფასება. ჯეფრი საქსი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც უნდა იყოს ანალოგიური ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი გზავნილებიც - ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები. ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა