ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებამდე

მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან - ყველგან ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენეს, რათა გზავნილები გაეზიარებინათ.

„ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თურქ მეგობრებს არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის. სხვადასხვა კუთხით იყო ეს ფორმატი მნიშვნელოვანი, ერთი, რომ მივიღეთ მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში, სადაც, მათ შორის ჩვენი ქვეყნის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე საუბრის შესაძლებლობა გვქონდა, ასევე მქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან. რა თქმა უნდა, ყველგან ვსაუბრობდით იმ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებთან. ასევე, შუალედებში გვქონდა კონკრეტულ ლიდერებთან აზრების გაცვლის საშუალება. მთლიანობაში ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები გაგვეზიარებინა. ყველას ვუყვებით იმას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში, ქვეყნის გარშემო, როგორია ჩვენი გამოწვევები და როგორ ვხედავთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ჩვენი გზავნილები მაქსიმალურად მივიტანეთ ჩვენს პარტნიორებამდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა