ალენ ბერსე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ - ევროპის საბჭოს როლი არა მხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა, სწორედ ეს იყო შეხვედრის მიზანი - ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას

ევროპის საბჭოს როლი არა მხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა - სწორედ ეს იყო ამ [ირაკლი კობახიძესთან] შეხვედრის მიზანი,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს მიზანი ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგია.

„შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არა მხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი. ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას“,- განაცხადა ალენ ბერსემ, რომლის ქართულ თარგმანსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა