„თავისუფლება მზიას“ - ამ ლოზუნგით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ

„თავისუფლება მზიას“, - ამ ლოზუნგით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ჟურნალისტები საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ. გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სიმბოლურად მედიკამენტები მიიტანეს.

„ირაკლი დგებუაძეს ტკივილგამაყუჩებელი მოვუტანეთ, რომელსაც ჟურნალისტის სილა ეტკინა. მას არ აქვს უხერხულობის განცდა, ამბობს, რომ სტკივა. ცხადია ეს არის ირონია, თუ ამას ვერ ხვდება.

მას არაერთი ადამიანი ძალადობაში ადანაშაულებს. აქ წამლები ვერ უშველის, დარწმუნებული ვართ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აცხადებენ შეკრებილები.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა