გიორგი გახარია 20 ივნისზე - ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ  უნდა გამოკითხოს ივანიშვილი

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მასთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი, სუსი-ს ხელმძღვანელი და „გავრილოვის ჩამომყვანი“. აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს 20 ივნისის საქმეზე პასუხობს.

„ვთვლი, უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ, დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოჰკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმაც სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოჰკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა.

მე არ ვიცი,თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია. შესაბამისად, ტყუილი სიმართლე“, - განაცხადა გახარიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს