გიორგი გახარია - 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს, მას შემდეგ 6 წელი გავიდა - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო

20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს - მას შემდეგ 6 წელი გავიდა, 4 წელი კი ხელისუფლებაში აღარ ვარ - ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფართო კონტექსტისთვის, საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის საქმეზე, მასთან ერთად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს.

„20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მესამე თუ მეოთხე დღეს და მას შემდეგ გავიდა 6 წელი. ამ 6 წლის განმავლობაში მე აღარ ვარ ხელისუფლებაში უკვე 4 წელი. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო. გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ 20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ვინ გასცა პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული გვქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში, უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ, იუსტიციის მინისტრობის დროს არის გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება. ძალიან კარგად მესმის, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება და ჰააგა სხვების საქმეებთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო. სტრასბურგმა დაადგინა, მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ, ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. რაც შეეხება ფართო კონტექსტს - ფართო კონტექსტის ნაწილში აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლოზე უფრო დიდი და დასაბუთებული ინტერესი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ 20 ივნისთან დაკავშირებით, ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის, ინფორმაციის არსებობას და წვდომას, იმისთვის რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. რაც შეეხება ფართო კონტექსტს - მე ვთვლი, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი,“ -განაცხადა გახარიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია