გიორგი გახარია თეა წულუკიანს - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომისიას ვაღიარებ - ამ კომისიას რომ ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ

ამ კომისიას საქართველოს მოქალაქეებზე ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებთ, ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში - გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, აქ მოვიდე, მანამდე მოსვლას არ ვაპირებდი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი მისვლა პარლამენტში არ ნიშნავს იმას, რომ კომისიას აღიარებს.

„გულწრფელად გეუბნებით ქალბატონო თეა, მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ, უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, თქვენ თუ ვინ გასცა პარლამენტის შტურმის შესახებ ბრძანება არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს „ნაცების“ წარმომადგენლებს არ ეძახით. თქვენ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალავს არ აპირებთ. მე არ ვიცი, თქვენ რას აპირებთ. ამიტომ, მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი. რაც შეეხება რას ვხედავ მე ამ კომისიაში, მე ხომ ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს.

ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე. ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში. მაშინ, გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არცერთ სიტყვას, მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული, აქ მოვიდე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, მუშაობს. მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია და ჩემი აზრით დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია