გიორგი გახარია თეა წულუკიანს - თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა „უჩინარი კაცი“, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და ყველას აზრი შეგაცვლევინათ

თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს ნიკა მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა, თუმცა მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, "უჩინარი კაცი", როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი - დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც, - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 20 ივნისს ის იცავდა სახელმწიფოს და არა პარტიასა და ხელისუფლებას.

“რაც შეეხება 20 ივნისის კონტექსტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკე აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა, მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. აგიხსნით რატომ, იმიტომ, რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა, 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს. ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარე. გაგახსენებთ და მეც სულ ახლახან გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, „ნაცების“ ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და მიგაჩნდათ, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. თუმცა მაშინაც 2021 წლის 18 თებერვალს, "უჩინარი კაცი", როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვაში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი, ზუსტად ერთ საათში თითოეული თქვენგანი, ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით, ქალბატონო თავმჯდომარევ, მე მიცემული მაქვს ორჯერ ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. მე ჩემს ჩვენებს ასე არ ვცვლი. იმედი მაქვს და თქვენ გქონდათ ამის უფლება, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა და გაცემული პასუხები. იმედი მაქვს, ამ სხდომისთვის მოემზადეთ“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა