გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად შეეწყვიტათ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ გაიგო, „რაციით გასცა ბრძანება, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა.

მისივე განმარტებით, ყველა იყო გაფრთხილებული, რომ პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ „მხოლოდ და მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა“.

აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანს შემდეგ შეკითხვას:

„თქვენ [ალბათ] მალევე შეიტყვეთ, რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. როდესაც თქვენ ეს შეიტყვეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?“ - მიმართა წულუკიანმა გახარიამ.

„დიახ, შევიტყვე და ამის შემდგომ რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. ყველა უკიდურესად, კატეგორიულად იყო გაფრთხილებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ. ეს იყო. ეს ბრძანება მე გადავეცი, გავეცი ჩემს მოადგილეებს .“- უპასუხა გიორგი გახარიამ.

გახარიას კომისიის თავმჯდომარემ, წულუკიანმა ჰკითხა, „თუ რომელ მოადგილეს მისცა ეს ბრძანება, რა ფორმით გასცა ბრძანება, ეს იყო ტელეფონით, თუ გვერდით ეჯდა და ისე უთხრა? და რამდენად სწორად „ჩაიშალა“ გაცემული ბრძანება“.

გახარიამ უპასუხა, რომ ბრძანება რაციით გასცა.

„როგორც მახსოვს, რაციით იმიტომ, რომ მაშინ კავშირგაბმულობის პრობლემა იყო, ვსარგებლობდი რაციით და შესაბამისად, ვინც რაციაზე იყო, ამას ყველა გაიგებდა. [რაციაზე იყვნენ] მოადგილეები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. არ მახსოვს, ახლა, ასე გვარები, ექვსი წელია უკვე (გასული)“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მის მის მიერ რაციაში გაცემული ბრძანების შესახებ საპასუხო დასტური მიიღო, თუმცა ამის შემდგომ „რეზინის ტყვიები [მაინც] იყო გამოყენებული“.

„ამის შემდგომაც იყო რეზინის ტყვიები გამოყენებული, [მაინც გამოიყენეს] კი.“, - აღნიშნა გახარიამ.

მას თეა წულუკიანმა ჰკითხა, როდესაც აკრძალვის შესახებ ბრძანება გასცა, იმყოფებოდა თუ არა მასთან ერთად ვინმე, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ არ ახსოვს.

„არ მახსოვს. თუ ეს გავეცი რაციით, გამოძიებაში იქნება“, - აღნიშნა გახარიამ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა