თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - თქვენ აღარ ხართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, „ვბუქსაობთ“ თუ არ „ვბუქსაობთ“, ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე

ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, რადგან „ვბუქსაობთ“, - ამ სიტყვებით მიმართა შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს, ალუდა ღუდუშაურს დასმული კითხვის საპასუხოდ.

გახარიას ამ რეპლიკას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა უპასუხა.

„ბატონო გიორგი, თქვენ აღარ ხართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ძალიან გთხოვთ, „ვბუქსაობთ“, არ „ვბუქსაობთ“...., - მიმართა მას წულუკიანმა, რასთან დაკავშირებითაც, გახარიამ განაცხადა, რომ, აღნიშნულზე პრეტენზია არც აქვს.

„არ მაქვს პრეტენზია ქალბატონო თავმჯდომარე“, - განაცხადა ყოფილმა შს მინისტრმა, რასაც კვლავ წულუკიანმა უპასუხა და შეახსენა, რომ სხდომა მას მიჰყავს.

„სხდომა აქ მიმყავს მე და თქვენ ხართ ის, ვინც პასუხებს იძლევა კითხვებზე, „ვბუქსაობთ“ თუ არ „ვბუქსაობთ“, ამას მე გადავწყვეტ, დაგვჭირდება საღამომდე დრო? ვისხდებით აქ საღამომდე, ჩვენ არსად არ გვეჩქარება და თქვენ მითუმეტეს სად უნდა გეჩქარებოდეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.

აღნიშნულის შემდეგ კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, სოზარ სუბარმა გახარიას შეახსენა, რომ დასმულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს.

„ის, რომ თქვენ გამოძიებაში მიცემული გაქვთ ჩვენება, რაც თქვენი ვალდებულებაა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ აქ ჩვენებების მოცემას თავი აარიდოთ, კითხვა როცა დაისმება, პასუხი უნდა გასცეთ, ისიც გამოძიებაა, ესეც პარლამენტის საგამოძიებო კომისიაა და ვალდებული ხართ, ზუსტად ისე გასცეთ პასუხი, როგორც პროკურატურაში გაეცით, სადღაც, ოდესღაც პასუხი მივეცი, ორჯერ, თუ სამჯერ, ეს აქ პასუხი არ არის“, - განაცხადა სუბარმა, რის შემდეგაც, ღუდუშაურმა მის ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდა, „ხაბეიშვილს არ დამსგავსებოდა“.

„ჩვენ საქმიანად და აკადემიურად ვუდგებით, „ნაცები“ ახსენეთ და შოუს მოწყობები ხომ კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ ვაშაძეები და სხვები, ნუ დაემსგავსებით, მთლად ხაბეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია