ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, აშშ-სგან 15 მილიარდ დოლარად Patriot-ის ათი სისტემა შეიძინოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, შეერთებული შტატებისგან 15 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 10 სისტემა შეიძინოს და ევროპელი პარტნიორები მზად არიან, ქვეყანას გარიგების დაფინანსებაში დაეხმარონ.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღია Patriot-ის დამატებითი სისტემები, რომლის დაპირებაც ვაშინგტონში გამართულ ნატო-ს სამიტზე მიიღო.

„პატივს ვცემ შეერთებული შტატების არჩევანს, მაგრამ როდესაც შეერთებულმა შტატებმა არ მოგვცა ასეთი სისტემები ან არ გაყიდა ისინი, მზად ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, საქმე ფულში არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი მზადაა, ამ სისტემების შეძენაში უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწიოს.

„მაგრამ აშშ ამბობს, რომ დღეს ამის შესაძლებლობა არ არსებობს. მაგრამ ამ დროს ისინი ასეთ სისტემებს, მაგალითად, ისრაელზე ყიდიან. არ ვამბობ, რომ ისრაელს ისინი არ სჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ნუთუ მართლა შეუძლებელია უკრაინის დასაცავად გზის გამონახვა?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას სხვადასხვა ვარიანტი განიხილა.

„არსებობს Patriot-ის სისტემა და თქვენ ბევრი მათგანი გაქვთ, გაქვთ წარმოება, არსებობს რამდენიმე ნაბიჯი უკრაინის დასაცავად. ნაბიჯი პირველი: ერთი სისტემა, რომლის ღირებულება მილიარდნახევარი დოლარია, ჩვენ მზად ვართ ვიყიდოთ მინიმუმ ათი სისტემა ზოგიერთი ქალაქის დასაკეტად, მხოლოდ სამოქალაქო, ქალაქის ცენტრების, სადაც ხალხმრავლობაა. ეს არის 15 მილიარდი. ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ეს 15 მილიარდი. გამოვნახავთ ამ ფულს და გადავიხდით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მეორე ვარიანტია სისტემებისა და შესაბამისი რაკეტების წარმოების ლიცენზიები და ამის შესახებ აშშ-ის ამჟამინდელ და წინა ადმინისტრაციებს ჰკითხა.

ზელენსკიმ ასევე ახსენა ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და აზიის ის ქვეყნები, სადაც ამერიკული Patriot-ის სისტემებია განლაგებული და სადაც არ არის სამხედრო მოქმედებები და შესაძლებელია, რომ ამ Patriot-ის სისტემებმა უკრაინაში გადაინაცვლოს.

„მზად ვიყავით, ისინი იჯარითაც კი მიგვეღო. ამის უზრუნველყოფის მრავალი ფორმატი არსებობს. საჭიროა სურვილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე