მთავრობის ადმინისტრაციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და თანამდებობის პირების, ასევე სსიპ-ების და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია ენიჭება

მთავრობის ადმინისტრაციას აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების და თანამდებობის პირების, ასევე სსიპ-ების, სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების და არასამეწარმეო იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქცია ენიჭება.

ამ შინაარსის ცვლილებები “მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო. როგორც ბაჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნება.

მთავრობის განმარტებით, ცვლილებები, მთავრობის ადმინისტრაციის მეშვეობით უზრუნველყოფს მთავრობის ჩართულობას გადაწყვეტილებათა მიღების საწყის ეტაპზევე, რაც გააუმჯობესებს მისაღები და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, გადაწყვეტილებათა მიღების და აღსრულებისათვის აუცილებელ დროს შეამცირებს და ორგანიზაციული - ბიუროკრატიული საკითხების ოპტიმიზაციას გამოიწვევს.

“მთავრობის ადმინისტრაციის ეს ფუნქცია არის დამხმარე იმისთვის, რომ შემცირდეს გარკვეული ტიპის ბიუროკრატიული გადაცდომები ან ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომლის მიღების საჭიროება არ იქნებოდა“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკომიტეტო განხილვაზე.

“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა