გიორგი გახარია - პარლამენტის შენობაზე ფიზიკურ შტურმს და მშვიდობიანი აქციის დარბევას ერთმანეთს როგორ ადარებთ?! - ასობით ადამიანი დაკავების შემდგომ არიან ნაცემი და დამტვრეული!

პარლამენტის შენობაზე ფიზიკურ შტურმს და მშვიდობიანი აქციის დარბევას ერთმანეთს როგორ ადარებთ?! - 20 ივნისის შემდგომ პარლამენტის შენობაზე არც ერთი ძალადობრივი შტურმი არ ყოფილა და ასობით ადამიანი დაკავების შემდგომ არიან ნაცემი და დამტვრეული! - ასე უპასუხა 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიწვეულმა შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ მის მოქმედ მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან შედარებას.

გახარიამ ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ, ძალადობრივ შტურმს პარლამენტის შენობაზე და „სამწუხაროდ, აქციის დაშლის დროს საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ“.

“მას შემდგომ არც ერთი ძალადობრივი შტურმი პარლამენტის შენობაზე არ ყოფილა და არის ასობით ადამიანი, რომელიც დაკავების შემდგომ - სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფები არიან ნაცემი და დამტვრეულები და თქვენ ეს არ გახსენდებათ.

ამ ორ რაღაცას ერთმანეთს ადარებთ?! თქვენ რომ არ შეგედარებინათ, მე ამას არც მოვიყვანდი. ორი სხვადასხვა საქმეა - იქ სხვა ცოდვებია ...

როდესაც ხდება მშვიდობიანი აქციის დარბევა, როდესაც დაკავებულ ადამიანს ნიღბიანი ადამიანები იმ დღეში აგდებენ, რა დღეშიც აგდებენ და ამას 20 ივნისს ადარებთ, ეს შეუდარებელი რამეა!“, - მიმართა წულუკიანს გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს