გიორგი გახარია - შსს-ში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ამბავი: პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები - კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა რუსეთის მოქალაქეების 10-12-კაციანი სია, ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი - ჩვენ კატეგორიულად განვაცხადეთ უარი ამ ხალხის შემოშვებაზე, მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები - კობახიძემ აიღო პასუხისმგებლობა და მოხდა ის, რაც მოხდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იყო შანტაჟი, რომ თუ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შემოუშვებდნენ, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვეოდა.

როგორც გახარია ამბობს, 20 ივნისის ღამეს ვერც ერთ იმ პირთან ვერ გავიდა კონტაქტზე, ვინც გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანაზე და შესაძლო პროცესების განვითარებაზე აიღო პასუხისმგებლობა.

„როდესაც ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა. კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი იყო ყველა „დაბრაკული“. მათ ნაწილს ჰქონდა კანონი დარღვეული , ამ ვაჟბატონს არ ჰქონდა კანონი დარღვეული, მაგრამ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ეს კაცი არ შემოგვეშვა. ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ ვუშვებთ, ატყდა ერთი ამბავი, პარლამენტიდან რეკვები, თხოვნები. ამ ხალხის შემოსვლაზე კატეგორიულად განვაცხადეთ უარი. ამის შემდეგ იმდენად დეტალებში ვიყავით შესული ამ საკითხში, რადგან ეს მართლა სერიოზული რისკი იყო, მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობამ აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა. ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე. თქვენ კი იძახით ქვეყნის გარეთ იყოო, მაგრამ ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან?! მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის სავარძელში?! ეს ღონისძიება იყო საერთაშორისო და ამით დაგვიწყეს შანტაჟი, რომ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა ქვეყანაო და გინდა თუ არა უნდა შემოვიყვანოთო. მაინც კატეგორიულ წინააღმდეგი ვიყავით. მერე თქვეს, რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამათ საღამოს მოუწყვეს ის რაღაცა რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ. ეს იყო სიმართლე და რეალობა. ვინც აიღო პასუხისმგებლობა ამ კაცის საქართველოში ჩამოყვანაზე და შემდეგ იმაზე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ვერავის ვერ დაურეკავდი. ვერც ერთი პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი ვერ ვიპოვეთ ხაზზე. ვისი მოძებნაც მაშინ გვინდოდა. ეს არის რეალობა,“ - განაცხადა გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა