თეა წულუკიანი გახარიას - თქვენგან განსხვავებით შს მინისტრმა ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, ეს არ მოგეწონათ და გადადექით - რას იმუქრებით, არსად გაქვთ შესასვლელი, „არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე“

როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, თქვენგან განსხვავებით შს მინისტრმა [ვახტანგ გომელაურმა] ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადექით, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას.

გიორგი გახარიათეა წულუკიანის საპასუხოდ განაცხადა, რომ „გაანებეთ ვახოს თავი, ნუ რევთ ვახოს საქმეში“.

ამასთან, გახარიას საპასუხოდ თეა წულუკიანმა განაცხადა: „თქვენ მე მგონი, წითელი ჯვარი ხართ თუ ყოფილი შს მინისტრი არ ვიცი. ხან დეპუტატებს ყავას უსხამდით იმის მაგივრად, რომ შტურმი მოგეგერიებინათ უფრო მაღალკვალიფიციურად, ხან ჩემზე და ვიღაცებზე ზრუნავდით და ბრიფინგზე ტყუილებს ამბობდით, რომ მელიას დაკავება პოლარიზაციას გამოიწვევს, ხოლო ახლა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალია თქვენი წასვლა“.

თეა წულუკიანის კითხვაზე, ურჩიეს თუ არა უცხოელმა ელჩებმა, რომ არ დაეკავებინა ნიკა მელია და წასულიყო ოპოზიციაში, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ოპოზიციაში „ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა“.

„მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ. თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მოგყვებით ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც გახარიას განცხადების საპასუხოდ წულუკიანმა განაცხადა, „რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“.

„რას იმუქრებით, არსად არ გაქვთ შესასვლელი და გინდა შედით და გინდა გამოდით, არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე მიგიღებენ, ასეა თქვენი საქმე დღეს. თქვენზე მე აღარ ვღელავ, რა მომენტშიც გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს