თინა ბოკუჩავა - „ქოცი“ უდრის „ნაცს“ კი არა, „ქოცი“ უდრის „ქოცს“ - ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე

„ქოცი” უდრის „ნაცს” კი არა, „ქოცი” უდრის „ქოცს”. აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას.

როგორც ბოკუჩავა წერს, გახარიამ ვერც „ოპოზიციონერობის” პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი, რითაც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა.

ბოკუჩავას თქმით, 20 ივნისი იყო თვითორგანიზებული სახალხო ანტირუსული აქცია და არანაირ ორგანიზებულ შტურმს ადგილი არ ჰქონდა.

„სინამდვილეში მე გეტყვით, რა მოხდა 20 ივნისს. “ნაცებით იყო გაჭედილი პარლამენტიო", ყალბი სიყეყეჩით ხომ ბრძანებდა დღეს ბატონი გახარია? კი, მე ვიჯექი სხდომათა დარბაზში, საიდანაც სერგეი გავრილოვი პირადად გავაგდე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, რითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. გახარია თავიდან ფეხებამდე ოფლისგან სველი, შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ "სუპერძალოვან მინისტრს” გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს. თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად და იმიტომ, რომ მისი ყალბი სიყეყეჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. ვერც “ოპოზიციონერობის” პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი რითაც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა. ოღონდ მაგაშიც კომისარი წულუკიანი ჯობნის და ჯაბნის.

ყველამ კარგად იცის, ვინც 20 ივნისს „ქოცების“ მხარეს არ იდგა, რომ ეს იყო თვითორგანიზებული სახალხო ანტირუსული აქცია, არანაირ “ორგანიზებულ შტურმს” ადგილი არ ჰქონდა და ერთადერთი დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იყო პროტესტის სისხლიანი დარბევა.

უახლოეს მომავალში იხილავთ "ნაციონალური მოძრაობის" სიმართლის კომისიას, სადაც მოისმენთ ქოცურ-რუსული პროპაგანდის საპირწონე ფაქტებს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს“,- წერს ბოკუჩავა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია