პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 15 აპრილის სხდომაზე ჯონდი ბაღათურიას მოუსმენენ

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, კომისიის შემდეგი სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება.

მისივე ინფორმაციით, ხვალინდელ სხდომაზე ჯონდი ბაღათურია გამოიკითხება.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მორიგი სხდომის თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას შეეხება”.

“ხვალ, ანუ სამშაბათს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ხვალ არის პლენარული სხდომა, ამიტომ ჩვენ 12:00 საათამდე, ანუ დილის 10:00 საათიდან უნდა მოვასწროთ სხდომის ჩატარება. რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოწვეულია ჯონდი ბაღათურია. საკითხებია: მის მიერ თავის დროზე გაკეთებული გამოძიებები, რომლებიც ეხება სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონებების უკანონო მიტაცება/მითვისებას. მთელი ოჯახური კლანი იყო ამ საქმეში ჩართული და ამაზე ჯონდი ბაღათურიაზე უფრო მეტი გამოძიება არავის არ აქვს ჩატარებული. მთელი რიგი დოკუმენტები ჰქონდა თავის დროზე პარლამენტში წარდგენილი. ამავე დროს, ის იცავდა ერთ ადამიანს, რომელსაც საკუთრება წაართვეს და სწორედ მასთან ერთად აპირებს მოსვლას, რომ ეს კონკრეტული საქმეც განვიხილოთ”, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს