გიორგი გახარია - გამოძიებას და დევნას დაიწყებენ თუ არა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვარ იქ, სადაც ვარ

მინდა გითხრათ, გამოძიებას, დევნას დაიწყებენ თუ არა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - ვარ იქ, სადაც ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდი! - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული ზემოქმედებისთვის.

“მაშინ როცა ქვეყნის საყრდენი გმირების - ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას ცდილობენ, არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი“, - დასძინა მან.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები 2019 წლის 20 ივნისი საპროტესტო აქციის დაშლაზე, სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასა და პრემიერი-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების მიზეზებზე დაუსვეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს