ვიქტორ ყიფიანი გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლაზე - დღევანდელმა ფაქტმა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ურთიერთობები შეიძლება უფრო მეტად დაამძიმოს

როდესაც ვსაუბრობთ საინფორმაციო ომზე ქვეყნის შიგნით, ყველა ასეთი საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, რომ შენი სიმართლე გაიტანო, შენი ისტორია მოჰყვე, - ამის შესახებ “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, თუ ამით გიორგი გახარია სხვა ბანაკიდან ამომრჩევლებს თავისკენ გადმოიბირებს, ამ მხრივ კომისიის სხდომაზე მისვლა ტაქტიკურად სწორი გათვლა იქნებოდა.

“ერთია ბატონი გიორგის (გახარიას) განცალკევებული მოქმედება სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, რომელიც ყოველთვის გარკვეულ კითხვის ნიშნებს უკავშირდება, მაგრამ მეორეა ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საინფორმაციო ომზე ქვეყნის შიგნით, ყველა ასეთი საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული, რომ შენი სიმართლე გაიტანო, შენი ისტორია მოჰყვე, მოჰყვე დამაჯერებლად და არა მარტო შენი ამომრჩევლები დააჯერო, არამედ სხვა ბანაკიდან ამომრჩევლები შენკენ გადმოიბირო. ალბათ, ამ მხრივ ტაქტიკურად სწორი არის”, - აღნიშნა ყიფიანმა.

კითხვაზე, გახარიას კომისიის სხდომაზე მისვლა იქონიებს თუ არა გავლენას წინააღმდეგობის მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის 31 მარტს შექმნა, ყიფიანმა უპასუხა, რომ შესაძლოა, იქონიოს.

მისივე თქმით, ამან შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმოს.

“ჩვენ ხომ მოწმენი ვართ, ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არც თუ მარტივი ურთიერთობების. ამდენად, შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელმა ფაქტმა ეს ურთიერთობები შეიძლება უფრო მეტად დაამძიმოს. ან გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ერთიანი ყველასათვის ან არცერთ სუბიექტს საგამონაკლისო წესით არ უნდა აერჩია თავისი გზა.

მე თუ მკითხავთ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მისვლა აჯობებდა მთლიანობაში თუ არმისვლა, ამ საკითხთან ცალსახა აზრი ამ საკითხის თაობაზე არ მაქვს იმიტომ, რომ მაინც ვთვლი, რომ საინფორმაციო ომი - კიდევ ერთხელ რომ გამოვიყენოთ ეს ტერმინი და მე ამას კიდევ უფრო მძიმე დატვირთვაც მივეცი, როდესაც ვთქვი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ შესაბამისი აზრის ფორმირების მიზნით, ამ კუთხით მე მაინც უფრო ჩართულობის მომხრე ვარ, უფრო ინკლუზიურობის მომხრე ვარ და მე პირადად იმის მომხრე ვიქნებოდი, რომ ყოველი ასეთი რესურსი და საშუალება იქნეს გამოყენებული საინფორმაციო ველზე უპირატესობის მოსაპოვებლად. მაგრამ, ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება”, - განაცხადა ყიფიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია