სერგეი ლავროვი - რუსეთს ესმის განსხვავება აშშ-სთან ორმხრივად მომგებიან შეთანხმებასა და ახალ ხაფანგს შორის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ესმის განსხვავება შეერთებულ შტატებთან ორმხრივად მომგებიან შეთანხმებასა და კიდევ ერთ ხაფანგს შორის, რამაც შეიძლება ქვეყანა სხვადასხვა სფეროში დამოკიდებულებამდე მიიყვანოს.

„მშვენივრად გვესმის, როგორ გამოიყურება ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება, რომელზეც არასდროს გვითქვამს უარი და როგორ გამოიყურება შეთანხმება, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთ „ხაფანგში“ შეგვიყვანოს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დაფუძნებული, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი სხვა ქვეყნებთან დიალოგისთვის მზადაა, როდესაც ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ლავროვის შეფასებით, ეს მიდგომა პრაგმატული და განხილვის ღირსია.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მოსკოვმა არ უნდა დაუშვას, რომ ეკონომიკურ, ტექნიკურ, სამხედრო და სხვა სფეროებში კვლავ დამოკიდებული გახდეს.

„100%-ით დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილი, არ დაგვავიწყდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა