თეა წულუკიანი - მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად, ის ისტორიაში ვერ შევა როგორც აღმაშენებელი, არამედ შევა როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი - მისი ადგილი არის საკანში

სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი, სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი - მისი ადგილი არის საკანში - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის დასკვნა „მიხეილ სააკაშვილისთვის იქნება მორიგი განაჩენი“.

„ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად. ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენი, იმიტომ, რომ სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი; ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ ოჯახს, ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი. ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი; როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდით გაწია და თვითონ აწარმოვა, მერაბიშვილთან, შალვა ჯანაშვილთან, პოლიტიკოსებთან, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში. კიდევ უფრო გამყარდა ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა დაკარგა დალის ხეობა. სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა. მან ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე, თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ მისი ადგილი იქაც კი არაა სადაც ის არის, საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში!“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს