ჯეი დი ვენსი - ევროპის ინტერესებში არ შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს

ევროპის ინტერესებში არ შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ევროპა მიყვარს. ევროპელი ხალხი მიყვარს. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი აზრით, შეუძლებელია ამერიკული კულტურის ევროპული კულტურისგან გამიჯვნა. ჩვენ ძირითადად იმ ფილოსოფიების, თეოლოგიებისა და, რა თქმა უნდა, მიგრაციული პროცესების პროდუქტი ვართ, რომლებიც ევროპიდან წამოვიდა და ამერიკის შეერთებული შტატები წარმოშვა“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები იმიგრაციის, ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში 21-ე საუკუნის გამოწვევებს ჯერ კიდევ ვერ უმკლავდებიან.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, ვგულისხმობ, პრეზიდენტსა და მთლიანად ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ევროპელი ხალხი გონივრულ ეკონომიკურ და საიმიგრაციო პოლიტიკას ითხოვს, ხოლო ევროპელი ლიდერები მათ საპირისპიროს სთავაზობენ“, - აღნიშნა ვენსმა.

ვენსის განცხადებით, ევროპულ სახელმწიფოებს ისეთი შეიარაღებული ძალები არ ჰყავთ, რომელთაც სათანადო დაცვა შეუძლიათ.

„რეალობა ის არის, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო სუბსიდირებული. ევროპელმა ლიდერებმა უსაფრთხოებაში არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს და ეს უნდა შეიცვალოს. შარლ დე გოლს აშშ უყვარდა, მაგრამ ის მიხვდა და მეც ვაღიარებ, რომ ევროპის ინტერესებში არ შედის და არც აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ უსაფრთხოების სფეროში ევროპა აშშ-ის მუდმივი ვასალი იყოს. არ მგონია, რომ უფრო დამოუკიდებელი ევროპა აშშ-სთვის ცუდია. პირიქით, ეს აშშ-სთვის უკეთესია“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს