ლევან მაჭავარიანი - არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ლომჯარიას დანიშვნა და ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, არც გიორგი გახარიას გაპრემიერება - უბრალოდ, მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა - საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს!

ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც გიორგი გახარიას გაპრემიერება - უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო! საზოგადოება ჩვენს მდგომარეობაში უნდა შევიდეს! - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

მაჭავარიანმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ ახლა ხელისუფლება არავის არაფერს ეკითხება, არაფერს ითვალისწინებს და ყველა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეხება, საქართველოშივე მიიღება.

აქვე, მაჭავარიანმა ახალგაზრდებს „უმორჩილესად“ მიმართა, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობას თვალყური მიადევნონ.

„ოპოზიციონერებმა და მათმა ტელევიზიებმა ყური მიაჩვიეს, თითქოს რაღაც რეჟიმის პირობებში უწევთ ცხოვრება. უყურეთ რა ხდება და რას ჰყვებიან დაზარალებული ოჯახები. ახალგაზრდებო! ამის მერე კარგად მიხვდებით, თუ რა არის ტოტალიტარული რეჟიმი და რეალურად გაავლებთ პარალელს, თუ როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენ დღეს. გთხოვთ, შეგნებით იაზროვნოთ და რაღაც ტრენდებს არ აჰყვეთ.

კოალიცია არ არსებობს - არჩევნებში 51% ამ ოთხ რადიკალურ პარტიას რომ აეღო, თქვენ ხელისუფლებაში მოგყავდათ მოძალადეები, მკვლელები, გამაუპატიურებლები, რეკეტიორები, აფერისტები - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რევანშისტული ზრახვებით. როცა საარჩევნო უბნებზე მიხვალთ, კარგად გაიაზრეთ, რა მოჰყვება თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯს და თქვენს მიერ მიცემულ ხმას.

გამოდით შემდეგი პრინციპიდან, რომ ხმა მისცეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მშვიდობას! ხმა უნდა მისცეთ იდენტობის გაძლიერებას! ხმა უნდა მისცეთ მამულს, ენას და სარწმუნოებას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა