მამუკა მდინარაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე - ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება

ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, თუ ოკუპანტი მსგავს საკითხებზე დაიწყებს საქართველოსთვის პოზიტიურ კონტექსტში საუბარს, შემდეგ შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ასეთი სუბიექტი და ოკუპანტი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე დადებით პასუხს ვერ მიიღებს.

„ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება, მაგრამ როდესაც ოკუპანტი ამ საკითხზე დაიწყებს საქართველოსთვის პოზიტიურ კონტექსტში საუბარს, მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ასეთი სუბიექტი და ოკუპანტი ქვეყანა და მხარე, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ჩვენი მხრიდან დადებით პასუხს ვერ მიიღებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის