გიორგი ბარამიძე - მეცამეტე წელია, რეჟიმი აწარმოებს მკვლელი აფრასიძეების დაკავების სპეცოპერაციის გამოძიებას, მეცამეტე წელია ვითხოვ, ერთხელ მაინც დამიბარონ გამოკითხვაზე სასამართლოში - თურმე, კუბდარი თუ მიყვარს, მე ვყოფილვარ მკვლელი

არასწორია ჯალათეას ვეახლო და მისი პოლიტიკური შოუ გავამართლო ღალატის კომისიაში - ვიცი, რომ ამის გამო მეც დამიბარებენ. ვიცი, წინასწარ შექმნეს კანონი, რომ ამის გამო ციხეში მოვხვდე. მზად ვარ! - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მზად არის „აფრასიძეების საქმეზე“ სასამართლოში დაიბარონ და იქ მისცეს ჩვენება.

„იმის გამო, რომ ამ კრიმინალ და მოღალატეთა ბანდამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, ამ ე.წ. პარლამენტს ლეგიტიმურად არ ვთვლით. თუ პარლამენტს ლეგიტიმურად არ თვლი, მაშინ მის არცერთ სტრუქტურას არ თვლი ლეგიტიმურად.

მეცამეტე წელია, რეჟიმი აწარმოებს მკვლელი აფრასიძეების დაკავების სპეცოპერაციის გამოძიებას, მეცამეტე წელია საჯაროდ ვითხოვ, ერთხელ მაინც დამიბარონ გამოკითხვაზე სასამართლოში, იმდენი ჭორი გაავრცელეს, პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს 13 წელია. სასამართლოში მივალ და რამდენი საათიც იქნება საჭირო, დეტალურად მოვყვები, რაც ვიცი როგორც შს მინისტრმა. რა იყოს ჩვენი პასუხისმგებლობა. არასწორია, ჯალათეას ვეახლო და მისი პოლიტიკური შოუ გავამართლო ღალატის კომისიაში

ვიცი, რომ ამის გამო მეც დამიბარებენ. ვიცი, წინასწარ შექმნეს კანონი რომ ამის გამო ციხეში მოვხვდე. მზად ვარ! ციხეში მოხვედრისთვის კი არ ვარ მზად მარტო, მზად ვარ ტყვია მომხვდეს ნებისმიერ წამს“, - აღნიშნა ბარამიძემ.

მან საგამოძიებო კომისიაზე მისი მისამართით გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა: „თურმე, კუბდარი თუ მიყვარს მე ვყოფილვარ მკვლელი და არა ის კრიმინალები, რომელთა უამრავი მოკლული ადამიანია პირველ ყოვლისა სვანეთში“.

„მე მოვისმინე პოლიციისა და ჩემს შესახებ ისტორია, თურმე კუბდარი მიყვარს, კუბდარი რომც მეჭამა იქ, რა თქმა უნდა, გეახელით, სამხედროების საველე სამზარეულოა, სადაც ჯარისკაცები მიირთმევენ. კუბდარი მიყვარს, ხაჭაპური, თუ მჭადი და ყველი, ეს ყოფილა თურმე ემოციაზე დაფუძნებით ჩემი ბრალი. თურმე, კუბდარი თუ მიყვარს მე ვყოფილვარ მკვლელი და არა ის კრიმინალები, რომელთა უამრავი მოკლული ადამიანია პირველ ყოვლისა სვანეთში. მადლობა ღმერთს ახლობლებმა, ნათესავებმა დაარღვიეს დუმილი, უამრავი ისტორიაა სოციალურ ქსელში მოყოლილი, როგორ აწიოკებდნენ. თურმე, პოლიცია ყოფილა დამნაშავე, როდესაც საშიში მკვლელების და მანიაკების ბანდამ იქ მისულ დიდძალ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. თურმე პოლიცია ყოფილა დამნაშავე, რომ მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ორი კაცის მკვლელის ლიკვიდაცია მოახდინა. იმის შემდეგ, იმ სოფელმა, მთელმა სვანეთმა ამოისუნთქა. საქართველომაც ამოისუნთქა. მოშორდა ის დიდი ძირმაგარა, ვინც იყო ამ საშინელი მკვლელების, ბანდიტების სახით. ბავშვები და არასრულწლოვანები რომ ჰყავდათ სახლში იმ მკვლელებს არ უნდა გაეხსნათ სახლში ცეცხლი, უნდა დანებებულიყვნენ პოლიციას. ვამაყობ ყველა იმ პოლიციელით, რომელიც არ შეუშინდა ამ ბანდიტების და მკვლელების ტყვიებს, არ გამოიქცა იქიდან, როგორც შევარდნაძის დროს ხდებოდა“,- აღნიშნა ბარამიძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა