სერგეი ნარიშკინი - უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება მის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციასა და რუსეთის ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს

უკრაინის საკითხის მშვიდობიანად მოგვარება მის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციასა და რუსეთის ამჟამინდელი საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას გულისხმობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს, ისინი კვლავ იგივე რჩება. სამშვიდობო შეთანხმების პირობები, რა თქმა უნდა, უკრაინის არაბირთვულ, ნეიტრალურ სტატუსს, უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მიღებული ყველა დისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და რუსეთის ამჟამინდელი ტერიტორიული საზღვრების სუვერენიტეტის აღიარებას ითვალისწინებს“, - განაცხადა სერგეი ნარიშკინმა.

მისი თქმით, დადებით ფაქტს წარმოადგენს ის, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები არსებობს.

„რუსეთსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა დონეზე საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ კონტაქტები არსებობს, დადებითია. ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც პრეზიდენტ ბაიდენის წინა ადმინისტრაციის დროს იყო“, - აღნიშნა ნარიშკინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს