დიმიტრი ცქიტიშვილი - კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი

პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ პირადად მისი მონაწილეობითა და დასტურით პარტიებს შორის კოორდინაციის ფორმატში შეთანხმება შედგა.

ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადად მისი აზრით, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიის სხდომაზე არმისვლა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ საკითხს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება აქვს, პარტიულ ჩარჩოებს სცდება და სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს განეკუთვნება.

“მინდა, ჩემი მხრიდან განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში.

კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.

მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.

თუმცა ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.

ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი და ვწუხვარ, თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“, - წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე