ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ისრაელის პოლიტიკა ნათელია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა

ისრაელის პოლიტიკა ნათელია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი „ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისრაელი „ჰამასზე“ ზეწოლისთვის იყენებს“.

მისი თქმით, სამომავლოდ ღაზაში ჰუმანატარული დახმარების შეტანის მიზნით სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას.

„ამჟამად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას არავინ გეგმავს და ამისთვის არავინ ემზადება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სამომავლოდ ჰუმანიტარული დახმარებისთვის სამოქალაქო მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელზეც წვდომა „ჰამასს“ არ ექნება“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა