პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაყოფას და მის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩამოყალიბებას პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა.

მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე, 82 ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

„მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით - რეგიონული განვითარების სამინისტროს, ხოლო ინფრასტრუქტურული მიმართულებები - ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქტივებისა და ვალდებულებების მართვას, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სამინისტროს საბალანსო მონაცემებს და სამსახურებრივ დოკუმენტაციას ორი სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად გაანაწილებს. ასევე სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით განისაზღვრება რომელ სამინისტროებში გააგრძელებენ მუშაობას დღეს მოქმედი სამინისტროს თანამშრომლები.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ პრინციპით, რომ საშტატო რიცხოვნობის ზრდა არ გამოიწვიოს. კანონით გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თემატურად მომუშავე თანამშრომლების გადანაწილება ორ ახალ სამინისტროში. რეგიონული განვითარების სამინისტროს ასევე დაემატება მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მთის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საშტატო რიცხოვნობა, რათა ახალშექმნილმა სამინისტრომ სრულყოფილად მოიცვას რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ყველა ის ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია და მიმართულებები, რომელიც დღეს-დღეობით მთავრობის ადმინისტრაციასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის არის გადანაწილებული“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა საკითხის განხილვის დროს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა