ხატია დეკანოიძე - დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტისა და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და ფართო მსვლელობების დღე.

დეკანოიძის თქმით, 26 მაისის პროტესტის დაგეგმვაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა.

„რეჟიმმა გამოაცხადა, რომ 26 მაისს რუსთაველზე არ გამართავს ღონისძიებებს.

ნამდვილად, მათ არაფერი აქვთ საერთო საქართველოს დამოუკიდებლობასთან.

დამოუკიდებლობის დღე უნდა იყოს დიდი პროტესტის და რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ფართო მსვლელობების დღე. „ქოცების“ ღალატის ფონზე, 26 მაისი უნდა მიეძღვნას ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს და ჩვენს დაცემულ მეომრებს, ქართულ ჯარს.

ამ დღის დაგეგმვაში უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, სტუდენტებმა. ეს იქნება ნამდვილ პროცესში მონაწილეობა. ეს არის უპირველესი ამოცანა!”,- დაწერა დეკანოიძემ “ფეისბუქზე“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!