რიჰარდს კოლსი - ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე

ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის. “ქართული ოცნების” ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის უცხოურ დახმარებას კრძალავს - თუ ის დამტკიცებული არ იქნება რეჟიმის მიერ, რომელიც მათ გაჩუმებას ცდილობს.

ეს სახელმწიფოს მიტაცებაა. პირდაპირ ლუკაშენკოს სახელმძღვანელოდან.

ევროპარლამენტმა უარყო საქართველოს 2024 წლის არჩევნები, როგორც არალეგიტიმური და ერთი წლის განმავლობაში ახალი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს: სანქციები, პოლიტიკის საწყის ეტაპზე დაბრუნება და არავითარი ილუზიები “ქართული ოცნების” ზრახვებზე”, - წერს კოლსი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა