ირაკლი კობახიძე - ჩვენ არ გვჭირდება ახალი გმირების გაჩენა - ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ, იმით, რომ ზრუნავენ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე

ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ, იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ღალატი, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა“, ოდნავადაც არ აკნინებს იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ქართველმა ჯარისკაცებმა.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან „არა საკუთარი თავის გაწირვით ომში“, არამედ, იმით, რომ ზრუნავენ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე.

„ჩვენ რომ ჩავიდინოთ იგივე ღალატი ხვალ, რამდენიმე ასეული გმირი ეყოლება ჩვენს ქვეყანას. ჯარი იმისთვის არის, რომ იომოს, ჯარი ვერ შეხედავს, ეს ღალატია, თუ ავანტიურა. ჯარი იღებს ბრძანებას და იცავს სამშობლოს და ეს გააკეთეს გიორგი ანწუხელიძემ და სხვა ჯარისკაცებმაც. მათ სამშობლო დაიცვეს, 7 აგვისტოს ღამიდან, იქამდე, სადამდეც გრძელდებოდა ომი. ისინი სამშობლოს იცავდნენ. 400-ზე მეტი ადამიანი, სამხედრო და სამოქალაქო პირები შეეწირნენ ამ ომს. ის ღალატი, რაც ჩაიდინა სააკაშვილმა, არაფრით, ოდნავადაც არ აკნინებს და ვერ დააკნინებს იმ გმირობას, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამხედროებმა. აქაც გასარჩევი არაფერი არ არის. რაც თქვა თეა წულუკიანმა, არის აბსოლუტურად ზუსტი - ოღონდ, ერთ რამეს დავაზუსტებდი - ეს არ იყო პიარი, აგენტურის ღალატს შეეწირნენ ჩვენი გმირები და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ჩვენ მომავალში და სწორედ ამიტომ ვიცავთ კბილებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არ გვჭირდება ახალი გმირების გაჩენა. ჩვენ გვჭირდება გმირები, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან არა საკუთარი თავის გაწირვით ომში, არამედ, იმით, რომ ზრუნავენ ამ ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე. ჩვენ ამიტომ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ასეთი ფორმით გმირები გავაჩინოთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს გმირებს სჭირდებათ სიცოცხლე, საკუთარ ოჯახებთან ყოფნა და ოჯახებს სჭირდებათ საკუთარი გმირი ოჯახის წევრების ყოფნა მათთან ერთად", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე