ბექა ლილუაშვილი - ირაკლი კობახიძე თავისი აგენტურულ - ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს - ამ ადამიანისგან თქმა, რომ მართულია, გასაკვირი არაა, ის მართულია და მისი „დიფ სთეითი“ არის ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი კობახიძე თავისი აგენტურულ- ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში - ამ ადამიანისგან იმის თქმა, რომ მართულია, არაა გასაკვირი, რა თქმა უნდა, მართულია. მისი პერსონალური „დიფ სთეითი“ არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლაზე პასუხისმგებლობა აიღო, შემდეგ კი პროცესებს გაექცა.

„გუშინ კობახიძე თავისი ტელევიზიის ეთერში იყო და ჯერ ბოდავდა და იტყუებოდა და შემდეგ იტყუებოდა და ბოდავდა. ეს ადამიანი თავისი აგენტურულ - ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს ტყუილებით და სულელური დეზინფორმაციით საზოგადოების მოტყუებას. კაცი ჯერ შემოუძღვა, ჭიქები უჭახუნა გავრილოვს, აქეიფა, პატივი სცა, ქართულად დაუხვდა, როგორც საერთაშორისო გმირს და მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ამ ადამიანის ქმედებებზე, მისი ხვეწნა მუდარით შემოვიდა ეს ადამიანი ქვეყანაში, დაჯდა თვითმფრინავზე და წავიდა. მერე უკვე რაც განვითარდა, ოთხივე კიდურით ებღაუჭებოდა სავარძელს, პარლამენტის თავმჯდომარე და სანამ არ გადააყენეს, მანამდე არ ეთმობოდა თავისი თანამდებობა, ეს კრიზისი რომ განმუხტულიყო. კაცი, რომელიც ცალმხრივი ბოდიშის პრიზმიდან უყურებს პროცესებს; კაცი, რომელიც გამოდის და აუფასურებს ანწუხელიძის გმირობას; კაცი, რომელიც გამოდის და 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, რუსების მიერ მოწყობილ ჩვენი მოქალაქეების ჟლეტას, "აპრავებს" უცხო ძალის დაძახებით, ლაპარაკობს „დიფ სთეითზე“, თავისი აგენტურულ- ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს მოქალაქეები და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ჩემი რჩევა იქნება, მიწეროს, სთხოვოს თეა წულუკიანს, რომ ე.წ. კომისიაზე მივიდეს და კითხვებს როგორ შემოუძღვა, როგორ აიღო გავრილოვთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, როგორ ებღაუჭებოდა ოთხივე კიდურით თავის სავარძელს, უპასუხოს. მას მაინც მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შემოუძღვა გავრილოვს, ებღაუჭებოდა სავარძელს, არ გადადგა დროულად; მერე ცალმხრივი ბოდიშის მოხდის რეჟიმშია ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოსთვის, მზადაა რუსეთსა და მტერს რუსეთი კი არ დაუძახოს, არამედ უცხო ძალა დაარქვას, მზადაა, რომ ქვეყნის ინტერესები და ანწუხელიძის გმირობა შესწიროს თავის პოლიტიკურ ამოცანებს - ამ ადამიანისგან იმის თქმა რომ მართულია, არაა გასაკვირი, რა თქმა უნდა მართულია. მისი პერსონალური „დიფ სთეითი“ არის ბიძინა ივანიშვილი“,- განაცხადა ლილუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება