გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი - დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, შუამდგომლობებით იკვეთებოდა, როგორი ზემოქმედება ხდებოდა გიორგი ჩიკვაიძეზე პენიტენციურ დაწესებულებაში - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ, შესაბამისად გარკვეული ემოციური ფონიდან გამომდინარე გიორგი გააძევეს სასამართლო დარბაზიდან,- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატმა, თემურ ადონიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, წარმოდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებით, ყველასთვის ცხადი გახდებოდა, რომ ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძის მიმართ, კონკრეტული პირების მხრიდან, ზემოქმედება ხორციელდებოდა.

„დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ, შესაბამისად გარკვეული ემოციური ფონიდან გამომდინარე გიორგი გააძევეს სასამართლო დარბაზიდან, მას უნდა მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, მისი ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ შუამდგომლობებით იკვეთებოდა, თუ როგორი გავლენები ხორციელდებოდა გიორგის მიმართ, ის აცხადებდა, რომ მასზე ხორციელდებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში გარკვეული ზემოქმედება, შესაბამისად უნდა მოხდეს ამ საკითხის გამოძიება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებას დაცვის მხარე ვერ აწარმოებს.

ძალიან მძიმე მდგომარეობაშია გიორგი, ადრე ვერ გრძნობდა მარცხენა ფეხს და მარცხენა თვალში მხედველობა არ ჰქონდა, ამ ეტაპზე კი პროცესი პროგრესირებს და მარჯვენა ფეხშიც უჭირს მგრძნობელობა და მარჯვენა თვალშიც მხედველობა გაუარესებული აქვს, ყოველდღიურად მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა",- განაცხადა თემურ ადონიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობებში კონკრეტული პირები არ იყვნენ წარმოდგენილი და არც ის, თუ რა შემხებლობაში არიან ისინი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.

„დაცვის მხარემ მოითხოვა დამატებითი შუამდგომლობების საფუძველზე, დამატებით მოწმეების დაკითხვა, თუმცა არცერთი მოწმის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ, მათ შორის არც სახელი და გვარები, შესაბამისად არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ ეს პირები რაიმე შემხებლობაში იყვნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში.

ბრალდებულის გაძევებას რაც შეეხება, მოსამართლის მიერ რამდენჯერმე მოხდა ბრალდებულისთვის მოწოდება, რომ თავი შეეკავებინა სასამართლო შეურაცხყოფისგან, მაგრამ ის არ გაჩერდა“,- განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე იზა კელენჯერიძემ სასამართლო სხდომიდან ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე და დედამისი, ეკა წერეთელი გააძევა. მიზეზი კი მოსამართლის მიმართ გაკეთებული რეპლიკები გახდა - "30 ვერცხლად გაყიდული მკვლელი დედაკაცი", "მურუსიძის მონა" და "იუდა".

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ