ირაკლი ქადაგიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე - არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ესეც კი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით

არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ესეც [ვიზალიბერალიზაცია] კი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით - დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ [შესაძლოა] ამ მეთოდსაც მიმართონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე მსგავსი მექანიზმი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ამოქმედდეს.

„ჩვენ თუ დავაკვირდებით რა პროცესებს გადის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივი მონაცემებით საქართველო ლიდერი ქვეყანაა, ვხედავთ, რომ მასზე სხვადასხვა სახით ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა ეტაპზე შანტაჟის პოლიტიკის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რაღაც მიზნები. ღიად ვამბობდით, რომ ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო. მათ შორის იყო ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა, მაგრამ მაინც ეპოტინებიან ამ საქმეს. არც ეს მოხსნილა დღის წესრიგიდან, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყოველგვარი კონკრეტული არგუმენტის გარეშე ესეც [ვიზალიბერალიზაცია] კი გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის სახით. არ გამოვრიცხავ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ეს მექანიზმი აამოქმედონ. დაინახეს, რომ არჩევნების წინ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა კონტრპროდუქტიულია, ამიტომ [შესაძლოა] ამ მეთოდსაც მიმართონ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, „ეს არის ერთ-ერთი ბოლო იარაღი, რაც ხელში უჭირავთ და განსასაზღვრი აქვთ - ამ ბოლო იარაღის გამოყენებითაც რომ ვერ მოახდინონ ქვეყანაში რევოლუცია, მერე საერთოდ კარგავენ ზემოქმედების ბერკეტს.“

„ხალხისთვის ნათელი გახდება, რომ თურმე, რაც ჩვენ გვეგონა, რომ კეთილშობილი, პატიოსანი და ღია პროცესია, სინამდვილეში პოლიტიკური შანტაჟის მექანიზმად არის გამოყენებულიო. ეს საფრთხე არამარტო საქართველოს, არამედ მათაც უდგათ. ამიტომ, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კარგად ასაწონ-დასაწონია, საბოლოო ჯამში გაწირავენ თუ არა ევროკავშირის საინტერესო ინტერესებს მოკლევადიანი პოლიტიკური არაკეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება