რუსებმა ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ნიკოპოლში დაიღუპა ორი მამაკაცი, 56 და 61 წლის. ისინი რუსებმა ქალაქის მძიმე არტილერიით დაბომბვის შედეგად მოკლეს“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.

მისი თქმით, ხუთი დაშავებულიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა მაღაზია, კაფე, კერძო სახლები, დამხმარე შენობები, ავტოსადგომი და ავტობუსის გაჩერება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს