ანა დოლიძე - სანამ პროტესტი მარათონის ფაზაში გადავიდოდა, ავიღე პასუხისმგებლობა და შეთავაზება გავაკეთე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული

29 დეკემბერთან დაკავშირებით მაშინ ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი - მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ, არ იყო გათვალისწინებული, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის შეფასებით, მაშინ „საგოლე მომენტი“ იყო, ხოლო ახლა „მარათონის ეტაპზე გადავედით“.

,,გვაქვს თუ არა გეგმა, გვქონდა თუ არა გეგმა პროტესტთან დაკავშირებით?! მე მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთხელ, ეს გეგმა მე მქონდა და ეს გეგმა ეხებოდა 29 დეკემბერს. 29 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილი იყო პრეზიდენტი, იმუნიტეტით და საერთაშორისო აღიარებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს გვქონდა იმუნიტეტი. ეს მკაცრი კანონები, როგორიც არის ნიღბები და ჯარიმები ჯერ არ იყო მიღებული. როგორც ფეხბურთშია იყო საგოლე მომენტი. მაშინ მე როგორც პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა, ვთქვი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს სასახლიდან, ჩვენ ვართ ძლიერები და რეჟიმი არის სუსტი. როდესაც ბრძოლაში ხარ მთავარი არის თუ როგორ გადაანაწილებ ძალებს. ახლა გადავედით მარათონის ეტაპზე, მე ჩემი სიტყვა პირველ ეტაპზე გამარჯვებისთვის ვთქვი, რომელიც სამწუხაროდ, არ იყო გათვალისწინებული. ვინც ამას არ დაეთანხმა თავის დროზე, მას უნდა ვკითხოთ, თუ რატომ არ გაიზიარეს ეს იდეა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს