ანა დოლიძე - თეა წულუკიანის ფანჩატური არის მავნებლობა და თან მთავარი დამნაშავეები კომისიაში უზის

ყველა საქმე, რომელიც ახლა გადის თეა წულუკიანის ფანჩატურში, ყველა საქმეში არის სასამართლოს ბრალეულობა და დღეს ეს მოსამართლეები არიან გადანიშნულები, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სპეციალურად მოწყობილი შოუა, რადგან ამ ხელისუფლებას სხვა არაფერი აქვს.

,,ე.წ. საგამოძიებო კომისია არის დროის ფლანგვა, სპეციალურად მოწყობილი შოუ იმიტომ, რომ სხვა ამ ხელისუფლებას არაფერი არ აქვს. მაგრამ მნიშვნელოვანი იყო თამაზ მოლაშვილის, სულხან მოლაშვილის მამის მისვლა ე.წ. საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც მე ვიცნობ, რომელსაც თანავუგრძნობ. მან ცალსახად განაცხადა იმ მოსამართლეების შესახებ, რომლებმაც სიკვდილისთვის გაწირეს სულხან მოლაშვილი. მანუჩარ კაპანაძე სულხან მოლაშვილის საქმის ფიგურანტი და ლევან მურუსიძე სასამართლოს არაფორმალური მმართველი, ჩემი იუსტიციის საბჭოში ყოფნის დროს “ქართულმა ოცნებამ“ ორივე გადანიშნა. რატომ არის ეს ფანჩატური ცირკი?! როდესაც საგამოძიებო სხდომა მიმდინარეობდა, პარალელურად 13 წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. ეს არ გახდა მთავარი ამბავი, რადგან “ქართულმა ოცნებამ“ სანახაობა შემოგვთავაზა. სულხან მოლაშვილის საქმეზე, აუცილებლად და ცალსახად გამოსაკითხია გიგა ბოკერია, დაიბარებს თუ არა ეს კომისია მას. მე ეს ძველი დროიდან მახსოვს. სულხან მოლაშვილი ჯერ კიდევ, როდესაც ის იყო ცოცხალი, პირდაპირ ასახელებდა გვარებს, მათ შორის იყო გიგა ბოკერია. გიგა ბოკერია არცერთ სასამართლოში, არცერთ დროს არ დაუბარებიათ რატომღაც. ახლაც მაინტერესებს დაიბარებს თუ არა მას ე.წ. საგამოძიებო კომისია.

ყველა საქმე, რომელიც ახლა გადის თეა წულუკიანის ფანჩატურში, ყველა საქმეში არის სასამართლოს ბრალეულობა და დღეს ეს მოსამართლეები არიან გადანიშნულები’’, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის