დონალდ ტრამპი ომის დაწყებაზე - ზელენსკის არ ვაბრალებ

აშშ-ის პრეზიდენტი დინალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აკისრებს.

კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს მის განცხადებებზე, რომლებშიც ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის აბრალებდა.

“ზელენსკის არ ვაკისრებ პასუხისმგებლობას, მაგრამ მთლად აღფრთოვანებული არ ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ომი დაიწყო. ეს ომის, რომელიც არასდროს არ დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი…

ასე რომ, კმაყოფილი არ ვარ მისით და კმაყოფილი არ ვარ არავისით, ვინც ჩართულია…

მას არ ვაბრალებ, მაგრამ იმას ვამბობ, რომ არ ვიტყოდი, რომ საუკეთესო სამუშაო შეასრულა. დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, ნამდვილად არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი”,-განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ომი “ახლოსაც არ იყო დაწყებასთან” და მისი დაწყების შესახებ “აზრიც კი არ იყო”.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე