ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ ისინი არარეალურ მოთხოვნებს არ წამოაყენებენ

აშშ-თან ბირთვული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ ისინი არარეალურ მოთხოვნებს არ წამოაყენებენ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„თუ ისინი სერიოზულ განზრახვას გამოავლენენ და არ წამოაყენებენ არარეალურ მოთხოვნებს, მაშინ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“.

„მათ არ შეიძლება ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. იმის მომხრე ვარ, რომ ირანს ბირთული იარაღი არ ჰქონდეს. მინდა, რომ ირანი მდიდარი და შესანიშნავი იყოს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს რომში, ირანი და აშშ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, აბას არაღჩსა და დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის მოლაპარაკებები კვლავ არაპირდაპირ ფორმატში, ომანის შუამავლობით გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის