Bloomberg - აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს

აშშ მზად არის, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი აღიაროს, - ამის შესახებ­ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ოკუპირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად სურს.

ამასთან, წყაროების განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გამოცემას თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის გეგმები უკრაინასთან შემდგომ განხილვას საჭიროებს და ევროპელი მოკავშირეები არ არიან მზად, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად აღიარონ.

ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება, თუ რუსეთი ბრძოლის დასრულებას არ დათანხმდება.

ცნობისთვის, მანამდე Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხუთშაბათს პარიზში, აშშ-მა მოკავშირეებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წინადადებები წარუდგინა, რომლებიც ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებასა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი