აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეაჩერა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „უცხოელი მტრების აქტის“ ფარგლებში ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, რომ 1798 წლის კანონის ფარგლებში ჩრდილოეთ ტეხასში დაკავებული ვენესუელური კრიმინალური დაჯგუფებების სავარაუდო წევრების დეპორტაცია დროებით შეაჩეროს.

„მთავრობას ევალება, რომ დაკავებულთა არცერთი წევრი არ გაიყვანოს აშშ-დან ამ სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“, - ნათქვამია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ბრძანებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1798 წლის „უცხოელი მტრების აქტი“ გასულ თვეში გამოიყენა, რათა ადმინისტრაციას ვენესუელურ კრიმინალურ დაჯგუფება Tren de Aragua-სთან კავშირში ბრალდებული ვენესუელელი მიგრანტები დაეკავებინა და შემდეგ სალვადორში გაეგზავნა. მანამდე, 8 აპრილს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 1798 წლის კანონის გამოყენების უფლება მისცა, თუმცა დაადგინა, რომ ეჭვმიტანილებს დეპორტაციამდე გასაჩივრების შანსი მიეცემოდათ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა