ლანა გალდავა - საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია - ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება

საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია - ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ [„ქართულ ოცნებას“] ეკისრებათ,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით უკუსვლაა და სწორედ ამ მიზეზებითაა გამოწვეული ევროკავშირის მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია, მაგრამ ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

ევროკავშირისთვის მთავარი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის განვითარებაა, თუმცა ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით, ამიტომაც ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, ცხადია პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება