სალომე ზურაბიშვილი - შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს, ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში –  ქრისტე აღდგა! და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! - აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, ახლა სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში ვიმყოფებით და საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.

„აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.

ვინც როგორც შეძლებს, პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად: „ქრისტე აღდგა!“ და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

ქრისტე აღდგა!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს