ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 277 მებრძოლი დაიბრუნა

ომის ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ კიდევ 277 მებრძოლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„კიდევ 277 მებრძოლი დაბრუნდა სახლში რუსეთის ტყვეობიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის, ტრანსპორტის სახელმწიფო სამსახურის მებრძოლების და მესაზღვრეები. იცავდნენ მარიუპოლსა და სხვა მიმართულებებს დონეცკის ოლქში, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქებს,” - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გაცვლა არაბთა გაერთიანებული საემიროების შუამავლობით შედგა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან უკვე 4,552 ადამიანი დაიბრუნა - მებრძოლები და სამოქალაქო პირები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს