დღეს აღდგომაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს დღესასწაულების დღესასწაულს უწოდებენ.აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა. სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა სამების საკათედრო ტაძარშიც, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე შიოსა და მღვდელმთავრებთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.

ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

"ინტერპრესნიუსი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება