საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქართველ ხალხს, სტუდენტებსა დაკოლეგებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ძვირფასო თანამემამულენო, ქრისტიანებო, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებო, კოლეგებო, თანამშრომლებო, ყველას, ვინც საქართველოსა და მსოფლიოში დღეს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს - გილოცავთ!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობის დღესასწაულია ქრისტიანისთვის. იგი არის სიცოცხლის სიკვდილზე და ნათელის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლო, რომელიც გვახსენებს რაოდენ დიდი ძალა აქვს უსაზღვრო სიყვარულს, თავგანწირვასა და მოწყალებას.

ჩვენთვის, ქართველებისთვის, მართლმადიდებლობა ყოველთვის იყო, არის და იქნება სულიერი დაფიზიკური გადარჩენის გზა - საქართველოს ისტორიაამის ნათელი დადასტურებაა. როგორც ილია მართალმა ბრძანა, მამული, ენა და სარწმუნოება - ესსამი სვეტი არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საყრდენი, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, კულტურისა და სულიერების დასაცავად. ეს კი გამოიხატება მეტ განათლებაში დაქვეყნის მშენებლობის სურვილით.

ძვირფასო სტუდენტებო, განსაკუთრებით მოგმართავთ თქვენ, მინდა შეგახსენოთ ეროვნულიგმირის, მერაბ კოსტავას სიტყვები - „ქართველიერის გზა ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა“. საქართველომ გამოიარა გოლგოთა, ახლა ჩვენ აღდგომისა და აღმშენებლობის გზაზე ვდგავართ, ამდენად თქვენი, მომავალი თაობის ჭეშმარიტი რწმენა, ცოდნა დაშრომა იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველიდა გზა ძლიერი, განათლებული საქართველოსაკენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისადა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი დაუნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, დაე, აღდგომა იყოს თქვენთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის ქვეყნის გამთლიანების და წარმატებების მომტანი.

მშვიდობა საქართველოს.

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! გილოცავთ!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება