ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა დაბომბვა და დრონების გამოყენება გაახშირეს - პუტინი ან სრულად ვერ აკონტროლებს თავის არმიას ან რუსეთის მიზანი ომის დასრულება არაა და მათ მხოლოდ მედიაში მომგებიანი პიარი სჭირდებათ

ფრონტზე, 20 აპრილის დილის 10 საათიდან, რუსების მიერ დაბომბვის სიხშირე და „კამიკაძე“ დრონების გამოყენების რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის არმიის მხრიდან მხოლოდ FPV-ფრონების გამოყენება გაორმაგდა. სამხედროების ცნობით, საოკუპაციო ძალები ყველაზე აქტიურ ოპერაციებს პოკროვსკის და სევერსკის მიმართულებით ატარებენ.

12 საათის განმავლობაში რუსების მიერ 26 თავდასხმის ოპერაცია განხორციელდა.

„ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ აღდგომის მთელი პერიოდის განმავლობაში ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ საკუთარი დაპირების ყველა დარღვევას და მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია. სინამდვილეში, ან პუტინი სრულად ვერ აკონტროლებს თავის არმიას, ან სიტუაცია ადასტურებს, რომ რუსეთში მათ ომის დასრულებისკენ რეალური სვლის მიზანი არ აქვთ და მათ მხოლოდ მედიაში მომგებიანი პიარი სჭირდებათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სააღდგომო ზავის“ შესახებ გამოაცხადა, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში ყველა სამხედრო მოქმედების შეწყვეტას 19 აპრილის საღამოდან 21 აპრილის შუაღამემდე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა